23.8 C
Tbilisi
Thursday, August 4, 2022

ქართული ფილმი ლოს ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალზე

უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული კინოინდუსტრია წარმატებების ზენიტშია და მუდამ წინ მიიწევს. ამის კიდევ ერთი მაგალითია გიორგი წილოსანის ფილმი “მზადება”, რომელიც ლოს ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა.

ზემოთ აღნიშნული ფილმი ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი.
ფილმის პროდიუსერები ლაშა ხალვაში და სულიკო წულუკიძე გახლავთ.

ნამუშევარს უკვე აქვს რამდენიმე პრიზი მოგებული, ახლა კი ლოს ანჯელესის კინოფესტვივალზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ ლოს ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალი 1-9 ივნისს გაიმართება.

Latest Posts

ბოლო სიახლეები