ქანიე ვესტის ხმაურიანი წარდგენა iHeartRadio Music Festival-ზე…

0
17

წარმოიდგინეთ, ქანიე ვესტის ბედნიერება, როდესაც მას ამერიკის მომავალ პრეზიდენტს უწოდებენ. ექსცენტრული ვარსკვლავი, რომელიც საკუთარ თავს ყველა დროის ყველაზე დიდ როკსტარს უწოდებს, ამბობს, რომ დიდი შანსი აქვს მომავალ არჩევნებზე შეერთებული შტატების ყველაზე მაღალი პოლიტიკური რანგის ფიგურა გახდეს და ჩვეულებრივი აპარატამენტებიდან პირდაპირ თეთრ სახლში გადაბარგდეს.

რა თქმა უნდა, ამაზე ბევრი დავა შეი ძლება, თუმცა, ფაქტია, რომ ქანიეს ამბიციურმა სიტყვებმა მედიაში დიდი მითქმა-მოთქმა, ხოლო მის კოლგებეში ქილიკი გამოიწვია, ვერ გეტყვით, ეს ცინიზმი იყო, თუ ჯარედ ლეტო მართლა თვლის, რომ ვესტს შანსები რეალურად აქვს, თუმცა, ფაქტია, რომ “iHeartRadio”-ს მუსიკალურ ფესტივალზე 30 Seconds To Mars-ის სოლისტმა ქანიე სწორედ მომავალ პრეზიდენტად წარადგინა.

ორდღიან მუსიკალურ ფესტივალზე ემჯიემ გრანდ არენაზე, დემი ლოვატოს, სემ სმიტის, Codplay-ს და არაერთი ცნობილი მუსიკოსის გვერდით ქანიე ვესტიც გამოდიოდა, რეპერს ღონისძიების დახურვის პატივი ერგო. თითოეულ არტისტს თითო სელებრითი წარადგენდა. ქანიეს გამოცხადება, მსახიობსა და მუსიკოსს, ჯარედ ლეტოს მიანდეს, ჯარედი სცენაზე მხიარულად ავიდა და ქანიეს მთელი ბალადა მიუძღვნა – “მუსიკოსი, არტისტი, პროდიუსერი, მამა, ქმარი, პროვოკატორი, დიზაინერი, რეჟისორი და ვინ იცის, იქნებ ამერიკის მომავალი პრეზიდენტიც – მიესალმეთ ქანიე ვესტს“ – განაცხადა ჯარედმა, ქანიემაც სცენა ამაყად, თავაწეულმა დაიკავა – ვინ იცის, იქნებ ჯარედის კომპლიმენტებმა ისედაც ამბიციურ რეპერში კიდევ მეტი ამბიცია გააღვიძა და უახლოეს მომავალში ქანიემ ამერიკის პრეზიდენტობის შემდეგ ვთქვათ იმპერატორობა მოისურვოს.

[jwplayer mediaid=”3176″]