ქანიე უესტმა კიმ კარდაშიანს 5 მილიონ დოლარად ღირებული ბიუსტჰალტერი უყიდა

0
13

ქანიე უესტმა საყვარელ ცოლს 5 მილიონ დოლარად ღირებული ბიუსტჰალტერი უყიდა. კიმ კარდაშიანს 35 წელი შეუსრულდა, მისი რეპერი მეუღლე კი ყოველთვის ორიგინალური საჩუქრებით გამოირჩეოდა. მნიშვნელოვანი თარიღისთვის შავკანიანმა არტისტმა არც წარმოსახვის უნარი და არც თანხები დაზოგა. მოგეხსენებათ, რომ უესტი კარდაშიანს იდეალურ ცოლად, თავის თავს კი გენიალურ დიზაინერად თვლის. შესაბამისად ცოლის დღეობისთვის განსაკუთრებით მოემზადა და 5 მილიონ დოლარად ღირებული, ძვირფასი ქვებით გაფორმებული ბიუსტჰალტერის შექმნაში მონაწილეობა უშუალოდ მიიღო.

თუ იმას გაითვალისწინებთ, რომ დიზაინერულ ჩანთებსა, თუ ყვავილებზე რეპერი ასი ათასობით დოლარს ხარჯავს, არც მისი ამჟამინდელი გამოხტომაა გასაკვირი. ქანიე გიჟდება ცოლისთვის საჩუქრების კეთებაზე, კიმი კი უფრო და ურო ხშირად გაიძახის, რომ მსოფლიოში საუკეთესო ქმარი ჰყავს. დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე კიმი გამოტყდა, რომ მისთვის საუკეთესო საჩუქარი წონაში კლება იქნება. რეალითი შოუს ვარსკვლავს ორსულობის გამო ზედმეტი წონის პრობლემები აქვს და საყვარელ სამოსს ვეღარ იცვამს.

“არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ორსულობა ჩემთვის ყველაზე რთული გამოცდილებაა. არ მესმის, როგორ ამბობენ ხოლმე, რომ ეს ყველაზე საოცარი გრძნობაა. ფეხები გისივდება, წონაში იმატებ და საყვარელ სამოსს ვეღარ იცვამ. ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის გადატანა, მაგრამ ვიცი, წინ რა საჩუქარი მელოდება“ – წერს კარდაშიანი თავის ყოველდღიურ ბლოგში. გეტყვით იმასაც, რომ კიმის ექიმის თქმით, კარდაშიანის მეორე ორსულობა გაცილებით მძიმეა და ნორზ უესტისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ნაყოფიც უფრო დიდია. რეალითი შოუს ვარსკვლავს სავარაუდოდ ბავშვის გაჩენა საკეისრო კვეთის დახმარებით მოუწევს.