„ქალბატონების 60% ვერ აიცრება, რადგან ყველას ფილერი აქვს გაკეთებული…“

„ქალბატონების 60% ვერ აიცრება, რადგან ყველას ფილერი აქვს გაკეთებული…“

„ტვ პირველმა“ რამდენიმე ქალბატონი ჩაწერა, ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული და „ფაიზერის“ ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებული კითხვა დაუსვა. როგორც ამირან გამყრელიძემ ახლახან განაცხადა, „ფაიზერის“ გაკეთების შემთხვევაში ფილერმა შესაძლოა, ადგილობრივი გართულება გამოიწვიოს.

სალომე გოგიაშვილი:

ძალიან დავიბენი, ვერ ვაკავშირებ ფილერსა და აცრას ერთმანეთთან, თუმცა მაინც მივყვები ექიმების რეკომენდაციას. თანახმა ვიყავი, რომ აცრა გამეკეთებინა, ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია, თუმცა თუკი ექიმები გვეუბნებიან, რომ საშიშია ქალბატონებისთვის, ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული, მაშინ თავის შეკავება მოგვიწევს. თუკი იუმორისტულ გადახვევას გავაკეთებთ, ქალბატონების 60% ვერ აიცრება, იმიტომ, რომ ყველას რაღაც გვაქვს გაკეთებული.

ხატია სიჭინავა:

მე ისედაც არ ვაპირებდი ვაქცინის გაკეთებას, ჩემთვის კიდევ უფრო კარგია ეს ინფორმაცია, რადგან ორი დღის წინ გავიკეთე თვალის ამოვსების პროცედურა და ფილერი ამ შემთხვევაში ფარად გამომადგა. ფილერი გაკეთებული აქვს, ჩემი აზრით, სრულიად ქვეყანას, არა მხოლოდ გოგონებს, არამედ ბიჭებსაც, მე ვიცნობ ბევრს. აქედან გამომდინარე, ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება.

ნუკი კოშკელიშვილი:

ვფიქრობ, ყველას პირადი გადაწყვეტილებაა და უცხოურ პრესაში მსგავსი არაფერი მინახავს. მე არ ვარ სანდო წყარო, ადამიანი შეიძლება უბრალოდ, იმით მენდოს, რომ მე ფილერი მაქვს გაკეთებული და აცრასაც ვაპირებ.

თამუნა გომართელი:

ჯერ ეპიდემიოლოგები შეთანხმდნენ ამ თემაზე და მერე ჩამოვყალიბდებით უბრალო ადამიანები, თუმცა ვადასტურებ, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. ალბათ, დაველოდებოდი, იმ შეთანხმებას, რასაც ეპიდემიოლოგები და ჩემზე გაცილებით კომპეტენტური ადამიანები მიაღწევდნენ ამ თემაზე და შემდეგ მივიღებდი გადაწყვეტილებას.

სიახლეები/

|

March 26, 2021 / 1:57 pm

TOP სიახლეები

პირველი პროფესიონალური ფოტოები თაკო მელიქიშვილის ახალი კლიპის გადაღებიდან

ცნობილი მომღერალი, „არ დაიდარდოს“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წამყვანი, თაკო მელიქიშვილი თავისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს ახალი ვიდეორგოლით გაანებივრებს. კლიპის გადაღებები უკვე დასრულებულია. რეჟისორმა ზურაბ ციციშვილმა ყველა ჩანაფიქრი განახორციელა და ვიდეროგოლში რამდენიმე ლოკაცია გამოიყენა. თავად მომღერალიც სხვადასხვა ფორმაში მოგვევლინება კლიპში. სიმღერა, რომელზეც ვიდეორგოლი გადაიღეს, ცირა ბზიშვილს ეკუთვნის, ტექსტისა და მელოდიის ავტორიც ის გახლავთ. ცირა ბზიშვილსა და თაკო მელიქიაშვილს […]

ფოტო: შორენა ბეგაშვილი აბაზანაში შავ ბოდესა და ხალათში პოზირებს

შორენა ბეგაშვილს ძალიან უყვარს სხვადასხვა ტიპის ქალის თეთრული და ამის დემონსტრირებას ხშირად ახდენს სოციალურ ქსელებში. ახლახან მან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სექსუალურ შავ ბოდესა და ხალათში პოზირებს. ფოტო აბაზანაშია გადაღებული. (ფოტო)

ვიდეო: ორსული ცნობილი გოგონების ცვენა „მელომანში“

„12 მონაწილე მელომანში“, ასეთი ანონსი აქვს „იმედის“ ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ მუსიკალურ შოუს. მართალია, გადაცემაში, ტრადიციულად, ექვსი მონაწილეა, მაგრამ ექვსივე მათგანი ორსულადაა – ნატალია ქუთათელაძე, რუსკა მაყაშვილი, თინათინ წულაძე, მარიტა ჯანაშია, მაკო კვიტაიშვილი, ანკა ვასაძე. ცნობილი გოგონები, მიუხედავად ფეხმძიმობისა, ყველაზე აქტიურები არიან და ცეკვასაც არ ერიდებიან. (ვიდეო)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ხატია სიჭინავა: „საბედნიეროდ, დავასრულე გამრავლების ეტაპი…“

ხატია სიჭინავა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს იმის შესახებ, რომ ამჟამად სოფლური ცხოვრება აქვს და გადაწყვიტა, კიკეთში, სადაც ოჯახს აქვს სახლი, მოაწყოს სათბური და მოიყვანოს ყველანაირი ბოსტნეული, რაც სჭირდება. „ჩემი ყოველი დღე მძაფრია და ყოველი წელი გარდამტეხია. ალბათ, იცით, რომ ყოველ წელს ახალი შვილი მყავს. უკან რომ ვიყურები, სულ ჩემს ორსულ თავს ვხედავ. საბედნიეროდ, დავასრულე გამრავლების […]

ხატია სიჭინავა: „ჯობია, ფილერიანი და ლამაზი იყო, ვიდრე მახინჯი და აცრილი…“

ხატია სიჭინავა ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს იმის შესახებ, რომ ფილერსა და ვაქცინასთან დაკავშირებული ინფორმაცია მისთვის უმნიშვნელო იყო, ვინაიდან აცრას მაინც არ აპირებს, თუმცა აქვე იმსაც აღნიშნავს, რომ არ არის ანტივაქსერი და შვილებისთვის ყველა აცრა გაკეთებული აქვს. უბრალოდ, ნდობა აქვს იმ ვაქცინებისადმი, რომლებიც უკვე წლებია, გამოცდილია. ჟურნალისტის კითხვაზე, თუკი ხატიას არჩევანი ექნებოდა ერთი მხრივ გამოცდილ ვაქცინასა და […]

სალომე გოგიაშვილი: “ყველა გადაცემის შემდეგ არის ჩემი ამოჭრილი კადრი, სადაც რაღაც სისულელეს ვამბობ… ახლაც ვფიქრობ, რამე ისეთი არ გამეპაროს…”

სალომე გოგიაშვილს გადაცემაში “დიდი ამბავი” ჰკითხეს, მძიმე და აბსურდული ჭორების შესახებ, რომლებიც საკუთარი თავის შესახებ გაუგია. სალომე გოგიაშვილი: აბსურდული ჭორებიდან არის ხოლმე, რომ მეუღლეს ვშორდები, ხან მას მოჰყავს ცოლი, ხან მე ვთხოვდები. ძირითადად, ასეთი რაღაცებია… მძიმე ჭორები ჩემამდე ან არ მოდის, ან გვიან ვიგებ, როცა რეაქცია არ მაქვს ხოლმე. ოჯახს ეხება ხოლმე, ჩემს გათხოვებას… სალომემ ამავე […]

ხატია სიჭინავა: „ვიცი, რომ ჩემს ქმარს ძალიან ბევრი ეპრანჭება და სოციალურ ქსელშიც სწერს…“

ხატია სიჭინავა შორენა ბეგაშვილთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებულია, მის ქმარს, გარეთ რომ გადის, ბევრი ქალი ეპრანჭები და სოციალურ ქსელებშიც სწერენ, მაინც დარწმუნებულია, რომ რამაზი არ უღალატებს: „საერთოდ, მგონია, ეჭვიანობა იმას ნიშნავს, ერთხელ, ,მეორედ, მესამედ თავს რომ ტყუილად გამართლებინებენ, მეოთხეჯერ უბრალოდ მოგინდება, მოდი, დავაშავებ და ისე ვიმართლებ თავს…“ რამაზი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ყველაფერს […]

სალომე გოგიაშვილი: „ჩემთვის მიუღებელია, პირველ პაემანზე ქალი რომ იწყებს ჭამას დიდი ლუკმებით…“

გადაცემაში „მენტალური ომები“ სალომე გოგიაშვილმა კვლავ ისაუბრა და გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ პირველ პაემანზე გოგონამ ჭამისგან თავი უნდა შეიკავოს. „მე ჩემი სტრატეგია მაქვს. ჩემთვის მიუღებელია, პირველ პაემანზე ქალი რომ იწყებს ჭამას დიდი ლუკმებით. კაცისთვის როგორია, არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მაღიზიანებს. რა უფრო კულტურულად მოიქცევი, ვფიქრობ, ესთეტურად უფრო ლამაზი იქნება, მგონია, რომ პირველი პაემანი თუკი […]

რეკლამა