ბლექს სი არენას სცენაზე ახალი პროექტი “ვოისა” გამოჩნდება, რომლის ავტორიც უცხოეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი, გიორგი მიქაძეა. პროექტი ყველა ჟანრის მუსიკის ნაზავს მოიცავს, მათ შორის ქართული ფოლკ მუსიკისაც და მისი მიზანი სწორედ ქართული ფოლკლორული მუსიკის პოპულარიზაციაა მსოფლიოს მასშტაბით. „ვოისა“ ნიუ იორკში შეიქმნა, ხოლო პროექტის პრემიერა პეკინში შედგა.