პრიზების ცვენა “ნიჭიერში“ – დღეს ფინალია!

0
37

დღეს მეგაშოუ “ნიჭიერის“ ფინალი “რუსთავი 2“-ის ეთერში საღამოს ათი საათიდან გველოდება. ორგანიზატორებმა სპეციალურად გადმოიტანეს შოუს დასკვნითი კონცერტი დღევანდელი დღისთვის, რათა ძველით ახალ წელს გამოევლინათ გამარჯვებული.

როგორც ჟიურის ერთ-ერთი წევრი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, “რუსთავი 2“ ძალიან მაგარ შოუს გვიმზადებს. დილიდან აქტიურები არიან შუს წამყვანები, გიორგი ყიფშიძე და ვანიკო თარხნიშვილი, რომლებიც რუსკა მაყაშვილსა და ნიიკა გრიგოლიასთან ერთად “შუა დღის“ ეთერში ჩაერთნენ მოსამზადებელი პროცესის აღსაწერად.

როგორც შევიტყვეთ, “ნიჭიერის“ ფინალისთვის მზადება ბოლო ერთი კვირაა, დღე და ღამ მიმდინარეობს. წარმოდგენილი იქნება როგორც საუკეთესო ნომრები, ფინალისტების შესრულებით, ასევე ახალი ნომრებიც. სულ 12 ფინალისტია, 10 ჟიურისა და ხალხსი რჩეული, მე-11 და მე-12 კი ერთ-ერთი სპონსორის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ, ვინაიდან მათ შორის ხმათა მცირე სხვაობა იყო, პროექტის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ორივე მათგანი დაეშვათ დასკვნით ტურზე.

მაყურებელი ქართველებთან ერთად, გამორჩეულად ელოდება უცხოელი შემსრულებლების გამოსვლებს, ინდოელ აკრობატებსა და გერმანელ წყვილს, თუმცა რასაკვირველია, ქართველ მონაწილეებს მხარდამჭერების უდიდესი არმია ჰყავთ. სხვათა შორის, 12 მონაწილიდან სამი ფოლკლორული ჯგუფია, ვინაიდან ეს მიმართულება ამ სეზონზე საკმაოდ საინტერესოდ იყო წარმოდგენილი.

ახლა კი პრიზების შესახებ – ვინაიდან მეგაშოუს უამრავი სპონსორი ჰყავს, ისინი თავიანთი სურვილით რჩეულებსაც დაასახელებენ, თუმცა გამარჯვებულს ნამდვილი პრიზების ცვენა ელოდება – მას ერგება ბინა და მანქანა, ასევე პრიზი ავეჯის სახლისგან. დანარჩენ მონაწილეებს კი ტექნიკის 5000-ლარიანი ვაუჩერი, საგზური, ფულადი თანხა და ა.შ. მოკლედ, პრიზების ჩამონათვალი აშკარად შთამბეჭდავია, ისევე, როგორც დღევანდელი შოუ, რომელიც საღამოს ათ საათზე, “რუსთავი 2“-ის ეთერში გელოდებათ.

დღეს გამარჯვებული მხოლოდ ხალხის ხმებით გამოვლინდება, ამიტომ არჩევანი თქვენი გასაკეთებელია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here