პრეზიდენტის მეუღლე “ნიჭიერის” ჟიურიში!..

0
2297

მეგაშოუ “ნიჭიერის” ჩაწერები დღეს დაიწყო. პროექტის ორგანიზატორები განსაკუთრებულ სეზონს გვპირდებიან, იქნებიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მონაწილეები, რომლებიც თავიანთი შესაძლებლობებით გაგვაკვირვებენ.

ჟიურის შემადგენლობით კი “ნიჭიერის” მესვეურებმა უკვე გაგვაკვირვეს. ძველი სახეებიდან ჟიურიში საკუთარი ადგილები შეინარჩუნეს ნიკა გვარამიამ და რუსკა მაყაშვილმა, რაც შეეხება ახალ სახეებს – ალბათ, არავინ მოელოდა, რომ მათ ვიხილავდით პროექტის მთავარ შემფასებლებს შორის. კონკურსანტების ნიჭიერებას შეაფასებს “კურიერის” წამყვანი, ზალიკო უდუმაშვილი, რომელიც არც ერთ მსგავს პროექტში არასდროს გვიხილავს. და კიდევ ერთი საინტერესო ამბავი: ჟიურიში საკუთარ ადგილს დაიკავებს საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა!..

ასე რომ წინ ძალიან საინტერესო “ნიჭიერი” გველოდება….

45-2

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here