პოლ უოქერის ქალიშვილი მამის გზას აგრძელებს

0
71

პოლ უოქერის ქალიშვილი მედოუ აპირებს მამის გზა გააგრძელოს – მსახიობის 42-ე დაბადების დღეზე, შაბათს თინეიჯერმა ინსტაგრამის საშუალებით ფანებს განუცხადა, რომ აპირებს მამის ყველა სურვილი და ოცნება თავად აასრულოს, სურს ისევე დაეხმაროს გაჭირვებულებს, დაიცვას ბუნება, ოკეანეები და სიკეთე თესოს, როგორც ამას პოლი აკეთებდა.

უოქერის ერთადერთმა ქალიშვილმა, მედოუმ ახალ ორგანიზაციას ჩაუყარა საფუძველი, მას “Do Good” დაარქვა და მამის მეგობრებთან და ბიძებთან ერთად შეეცდება, რომ მწვანე საფარი განადგურებისგან, ხოლო ფლორა და ფაუნა გადაგვარებისგან დაიცვას, ამას გარდა კი კაცთა მოდგამსაც დაეხმაროს.

თავად პოლ უოქერი ქველმოქმედებაში დიდ თანხებსა და ძალებს დებდა. სხვათა შორის, იმ დღეს, როდესაც მსახიობი მეგობართან ერთად მანქანაში აფეთქდა, სწორედ საქველმოქმედო საღამოზე მიემართებოდა. ვარსკალვის გარდაცვალების შემდეგ არაერთი ადამიანი გამოჩნდა, რომელთაც მისი სიკეთის შესახებ ჟუურნალსიტებს გაუმხილეს. ამჯერად მამის საქმეს საკუთარ თავზე მსახიობის თეინიჯერი შვილი იღებს – მედოუს პოლის ძმა, ქოუდი უდგას გვერდში, რომელიც თავად მსახიობის მიერ დაარსებული ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია.