პლუს ზომის მოდელები – მოდის ახალი სტანდრტი

0
193

თუ თქვენ ამ პარამეტრებში – 90-60-90-ში არ ჯდებით და ფიქრობთ, რომ პრიალა ჟურნალის გარეკანზე ვერასდროს მოხვდებით, ფარხმალს ნუ დაყრით, რადგან ამის ნათელი მაგალითი პლუს ზომის მოდელი ეშლი გრემი გახლავთ.

მოდელი თავისი წონის მიუხედავდ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა პოპულარულ გამოცემებთან მათ შორის, როგორიც არის ამერიკული ჟურნალი Sports Illustrated.

Sports Illustrated აგრძელებს სტერეოტიპებთან ბრძოლას, სილამაზის სტანდარეტების გასაფართოვებლად – ამ სიტყვის სრული დატვირთვით. პირველად ჟურნალის ისტორიაში მის გარეკანზე 50 ზომის ეშლი გრემი მოხვდა.

მოდელმა პლუის ზომის ქალბატონებისთვის საცურაო კოსტიუმებს რეკლამა გაუწია. “მე ვფიქრობ, Sports Illustrated რისკავს, რომ თავის გარეკანისთვის ჩემი ზომის ქალს ირჩევს, მაგრამ ამით არამარტო სტერეოტიპებს ანგრევს, არამედ ქმნის ახალ სტანდარტებსაც. ახლა მე ოფიციალურად ვარ ახალი სახე Sports Illustrated-ის! ჩემი ოცნება ასრულებულია.” – განაცხადა ეშლი გრემმა.

მოდელმა ფოტო ინსტაგრამზე 21 აპრილს გამოაქვეყნა, რომელსაც ბევრი მოწონება და ნახვა აქვს. ჟურნალს, რაც შეეხება 1954 წლიდან გამოდის და მის გარეკანს ისეთი ცნობილი ვარსკვლავები ამშვენებდნენ, როგორებიც არიან: ჰაიდი კლუმი, ტაირა ბენკსი, სინდი კროუფორდი და სხვა. ეშლისთან დაკავშირებით კი Swimsuits For All-ის უფროსმა განაცხადა – “ახალგაზრდა და გამხდარი მოდელები, ეს უკვე ბანალურია. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ რომ საცურაო კოსტუმებში მშვენივრად გამოიყურებიან ისინი ვინც ცოტა მეტია წონაში და ვინც ასაკით უფროსია“.

ashley graham

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here