Playboy-ს ვარსკვლავები ავარიაში მოყვნენ

0
63

ჟურნალ Playboy-ს ვარსკვლავები, დები კერისა და კრისტინა შენონები ავარიაში მოყვნენ. ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა და ამჟამად საქმის მოკვლევა მიმდინარეობს.

როგორც გამოცემები წერენ დები ავარიის შემდეგ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოდელებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, ექიმთან კონსულტაციისა და პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ კი სახლს დაუბრუნდნენ.

როგორც პოლიციის ოფიცერი ერთ-ერთ გამოცემასთან აცხადებს, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება თუ რა მიზეზით მოხდა შეჯახება, რის შემდეგაც გაირკვევა კერისასა და კრისტინას ბრალეულობა. წინასწარი ინფორმაციით გოგონები მანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდნენ.