Playboy-ს იმპერიის მემკვიდრე “ჰარი პოტერის” მსახიობზე ქორწინდება

0
160

Playboy-ს იმპერიის შემქმნელის Hugh Hefner-ის უმცროსმა ვაჟმა – Cooper Hefner-მა საკუთარი ნიშნობის შესახებ განაცხადა. მისი რჩეული კი 24 წლის ბრიტანელი მსახიობი Scarlett Byrne-ია, რომელიც ცნობილი “ჰარი პოტერსა” და “ვამპირის დღიურებში” შესრულებული როლებით გახდა.

ჭორები ნიშნობის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ გავრცელდა, როდესაც Cooper-ი ლონდონში ჩაფრინდა და Scarlett-ის მშობლები გაიცნო. მოგვიანებით კი საცოლესთან ერთად გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, სადაც გოგონა ნიშნობის ბეჭედს გვიჩვენებს.

შეგახსენებთ, რომ Cooper Hefner-ი Hugh Hefner-ის ოთხი შვილიდან უმცროსია. ის ბიზნესმენს მოდელმა Kimberley Conrad-მა გაუჩინა. წყვილის ისტორია საკმაოდ ჩახლართული გახლავთ – მათ ურთიერთობა ჯერ კიდევ 1988 წელს დაიწყეს. ერთი წლის შემდეგ იქორწინეს და ცერემონიიდან 10 წლის შემდეგ დაშორება გადაწყვიტეს, თუმცა ოფიციალურად გაყრის საბუთებს ხელი მხოლოდ 2010 წელს მოაწერეს…