ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის კიდევ ერთი ფოტოსესია გავრცელდა. როგორც ყოველთვის, ერთი ფოტო ნანუკამ დადო „ინსტაგრამზე“, მეორე – ბერამ. ისინი ყოველთვის ასე, შეთანხმებულად ავრცელებენ სხვადასხვა ფოტოს.
ბერამ საშობაო ფოტოს ასეთი წარწერა გაუკეთა – „პირველი შობა, ერთ ოჯახად“, ნანუკამ კი აღნიშნა: „წელიწადის ეს დრო ყველაზე საუკეთესოა“.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა ნოემბერში იქორწინა და ჯვარი დაიწერა. ახალგაზრდები მუდმივად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს და უამრავ დადებით ემოციას იმსახურებენ.