საქართველო უძველესი, მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი კულტურის მატარებელი ქვეყანაა, რაზეც მეტყველებს, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული კულტურის ძეგლები და სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები. XXI საუკუნის დასაწყისში კი ქართულ ვიზუალურ ხელოვნებაში, 90-იან წლებში დაწყებულმა ყველა იმ პროცესმა, რომელსაც აქამდე ინდივიდუალური გამოვლინების ფორმა ჰქონდა, მასიური ხასიათი და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა მიიღო. ქვეყნის კულტურულ პოლიტიკაში განსაზღვრული პრიორიტეტი – ქართული ხელოვნების დეკლარირება და მისი საერთაშორისო კულტურულ სივრცეში წარმოჩენა გახდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენა “ქართველი მხატვრები“.
Home Uncategorized პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას და 500-მდე ქართველი მხატვრის ნახატების გამოფენა ერთ სივრცეში