პირველად საქართველოში ! – რუსული Comedy Club თბილისში ჩამოდის…

0
1831

ტელეკომპანია ”TNT” – ს ყველაზე პოპულარული პროექტი Comedy Club, ტურნეს ფარგლებში, სოჭის შემდეგ უკვე თბილისს ეწვევა . შოუ სპორტის სასახლეში 20 აგვისტოს 19:00 საათზე გაიმართება.

შოუში მონაწილეობას 15 იუმორისტი მიიღებს, ესენი არიან: პროექტის დამფუძნებელი გარიკ მარტიროსიანი, გარიკ ხარლამოვი, ტიმურ ბატრუდინოვი, დემის კარიბოვი, ანდრეი სკოროხოდი, სოხუმში დაბადებული ზურაბ მატუა, ანდრეი ავერინი, დიმიტრი სოროკინი, მარინა კრავეცი, ჯგუფი USB, ვლადიმერ პუტინის პაროდიით განთქმული დიმიტრი გრაჩევი და ვარდან ზადოიანი. კომედიანტები თბილისში, შოუმდე ერთი დღით ადრე, 19 აგვისტოს ჩამოვლენ.

სპორტის სასახლეში მისულ მაყურებელს 3 საათიანი შოუ ელოდება.ბილეთების  საფასური, პროექტის ღირებულებიდან გამომდინარე განისაზღვრა და  ფასი 20 ლარიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა  შესაძლებელია www.biletebi.ge – ზე და  www.tkt.ge – ზე, ასევე ჭავჭავაძის 7-ში, მაღაზიაში “ბიბლუსი”.

პოპულარული იუმორისტული შოუ Comedy Club პირველად ეთერში 2005 წლის 23 აპრილს გავიდა. იუმორისტების ჯგუფმა მაყურებელში პოპულარობა ხარისხიანი იუმორით, იმპროვიზაციებით, შეუდარებელი პაროდიებით და სხარტი ხუმრობებით მოიპოვა. ისინი ხუმრობენ ყველაფერზე: კავკასიელებზე და მათზე არსებულ სტერეოტიპებზე, პოლიტიკოსებზე და ცნობად სახეებზე, მათ შორის ვლადიმერ პუტინზე და მისი მმართველობის სისტემაზე, ყოველდღიურ სიტუაციებზე და ადამიანურ ურთიერთობებზე. მათი იუმორი თავისუფალი და გულწრფელია, შესრულება კი უდაოდ პროფესიონალური.

Comedy club – ის პოპულარობა დიდი ხანია გასცდა რუსეთის მასშტაბებს და მას საქართველოშიც კარგად იცნობენ, 20 აგვისტოს კი ქართველი მაყურებელი საყვარელ იუმორისტებს უფრო ახლოს გაიცნობს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here