“პირად ცხოვრებაში ისევ ერთი ვარ” – რეპერი მასტერი დეპრესიაშია?

0
2314

რეპერიმა მასტერმა სოციალურ ქსელში სევდიანი სტატუსი გამოაქვეყნა, როგორც ჩანს რეპერი დეპრესიაშია.

“მე არ მახსენდება ასეთი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, რაც ბოლო 7-8 თვე მაქვს… ვერ ვიტყვი, რომ დეპრესიაში ვარ, უბრალოდ თითქოს მიზანი დავკარგე, კი არ დავკარგე ვიღაცეები მეფარებიან, რომ მიზანს ვერ ვხედავდე… ამბობენ არ უნდა შეიმჩინიო რომ ავის მოსურვეებმა არ გაიხარონო, მაგრამ ყველაზე მეტ მტერს ვგრძნობ გარშემო. არ ვფიქრობ, რომ ამ დროს იარაღით სიარული გამოსავალია, ჯობია ისევ ჩემი სიმართლით ვიარო! 3:08 / 24 მაისი“ – წერს მასტერი.

რამ ჩააგდო ასეთ მდგომარეობაში რეპერი, ამის გასარკვევად “მიუზიკ ბოქსი“ მასტერს დაუკავშირდა:

– მასტერ, დეპრესიაში ხართ?

– არა, დეპრესიაში ნამდვილად არ ვარ. უბრალოდ ბოლო დროს ვხედავ, ბევრი ადამიანი ცდილობს მასტერი უკან დახიოს.

– ვის გულისხმობთ, მუსიკოსებს?

– თუნდაც მუსიკოსებს, მაგრამ ვერ ჩამოვთვლი მათ, რადგან ეს ჩემი სტილი არაა.

– დაგხიეს უკან?

– მე ვერასდროს დამხევენ უკან, იმიტომ რომ უკვე ძალიან შორს ვარ მათგან. ჩემს უკან დახევას, რომ ცდილობენ ესეც თემაა.

– კონცერტებზე გბლოკავენ?

– მე ვერავინ ვერ დამბლოკავს ვერც კონცერტზე და ვერც ტელევიზიაში. ჩემი ტელევიზია მაქვს “ფეისბუქზე“.

– დაგცინის ხალხი?

– პირადად ვერავინ ვერ დამცინის. თუ არ ვცდები გოეთემ თქვა: გზად მიმავალი შემხვედრ ყველა მაწანწალა ძაღლს თუ ქვა ესროლე მიზნამდე ვერასდროს ვერ მიხვალ!! ყველას აქვს რთული პერიოდი ცხოვრებაში და ალბათ ჩემთანაც ასეთი ეტაპია, ფილტრაცია ხდება ადამიანების. ახლა, ჩემს შემოქმედებას ნაკლებად ვუთმობ დროს, რადგან პირველ ინტერნეტ რადიოზე ვმუშაობ. რევოლუციურად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ადამიანს იუთუბზე აღარ დასჭირდება შენი მოძებნა.

– პირად ცხოვრებაში ხომ არ გაქვს კრიზისი?

– პირად ცხოვრებაში ისევ ერთი ვარ. არანაირი კრიზისი არ მაქვს.

– ხმები დადის, რომ უამრავ გოგოს წერ სოციალურ ქსელში…

– უამრავი გოგოა ჩემს გარშემო, მაგრამ არ ვფიქრობ რომელიმეს დასრულებას ბეჭდით. რომ არსებობდეს ვინმე ისეთი ვისთანაც ურთიერთობის ბეჭდით დასრულებაზე ვიფიქრებდი, ერთად ვიქნებოდით ახლა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here