პერის ჰილტონი ახლახან ოქროსფერ ლუქში გამოჩნდა. ჩვენთვის საინტერესო ესფოტო იმითია, რომ მას ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი სათვალე უკეთია. გიორგი ქებურიას სათვალეები ძალიან პოპულარულია უცხოური შოუბიზნესის წარმომადგენლებს შორის. ქებურიას სათვალე აქამდე რიანას და კორტნი კარდაშიანსაც ეკეთათ.
„ინსტაგრამზე“ ასევე გავრცელდა კენდალ ჯენერის ფოტო, სადაც მას ქართველი დიზაინერის, ნათია ხუციშვილის მიერ შექმნილი საყურეები ამშვენებს.
შეგახსენებთ, რომ თათა ქართველიშვილი აშშ-ში ცხოვრობს, სწორედ მის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნდა ორივე ფოტო და სწორედ ის გახლავთ იმ პიარსააგენტოს წარმომადგენელი, რომელიც ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს უცხოელ ვარსკვლავებს სთავაზობს.