Paul Walker-ის უმცროსი ძმა – Cody Walker-ი, Felicia Knox-ზე დაქორწინდა. ახალი ამბავი თავად Cody-მ ამცნო საზოგადოებას სოციალურ ქსელ თვითერის საშუალებით – “დღეს ეს დღეა, ვქორწინდები” – წერს ახალბედა მსახიობი. მეუღლეს არ ჩამორჩა არც პატარძალი და ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის აივანზე აბრეშუმის ხალათით დგას. Felicia-ს ფოტოსაც იგივე წარწერა – “დღეს ეს დღეა” – ამშვენებს.
ახალდაქორწინებულები ამჟამად თაფლობის თვეში იმყოფებიან და ზაფხულის ცხელ დღეებს ორეგონის სანაპიროზე ატარებენ. ბედნიერი მომენტების ამსახველ სურათებს კი სოციალური ქსელების საშუალებით უზიარებენ საზოგადოებას…
შეგახსენებთ, რომ Cody Walker-ისა და Felicia Knox-ის ურთიერთობა 2007 წელს დაიწყო. შვიდწლიანი რომანი კი 2015 წლის 15 ავისტოს ქორწილით დაგვირგვინდა…