პატარა თუთას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა – ოჯახს დახმარება სჭირდება

0
3447

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც პატარა ბავშვია გამოსახული. თუთას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა, რომლის სამკურნალოდ ოჯახს დახმარება სჭირდება.

გთავაზობთ ოჯახის ახლობლის, თიკო ბეჟანიშვილის განცხადებას, სადაც მითითებულია პატარას დასახმარებელი ანგარიშის ნომერიც.

გამარჯობა! ეს თუთაა, დიდთვალება, უსაყვარლესი თუთა, რომელიც გაჩნდა თუ არა თავი შემაყვარა, გული გამითბო და ყოველთვის, როცა მასზე ვფიქრობ ვტკბები და ბევრ ბედნიერებას მანიჭებს მასი ყურებაც კი. ალბათ ბევრნი ხართ ჩემს გარშემო ვისთვისაც არაერთხელ მიჩვენებია მისი ფოტო, არაერთხელ მითქვამს აღფრთოვანებულს: შეხედეთ ამას!

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო მაინც ვერაფრით ავღწერ იმ სიყვარულს და იმ უსუსურობის შეგრძნებას რომელიც ახლა მაქვს.

ერთადერთი, რასაც გთხოვთ, მინდ,ა რომ დაეხმაროთ! ვისაც რით შეგიძლიათ, გთხოვთ მთელი სულით და გულით!

დაგვეხმარეთ და გააზიარეთ.

თუთას დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია.

მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ თანხა შევაგროვოთ, ვისაც რისი საშუალება გვაქვს.

მიმღები: ნათია ჩომახიძე

დასახელებაში უმჯობესია, მიუთითოთ ‘თუთასთვის’.

ვისაც რომელი ბანკი გერჩივნოთ, იმაზე ჩარიცხეთ.

GE66TB7824945061100063

GE03BG0000000335994400

გმადლობთ!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here