„ნანუკას შოუს“ დღევანდელი გადაცემა, ხატია ბუნიათიშვილის შესახებ იქნება. ტელეწამყვანი და შოუს გადამღები ჯგუფი, ხატიასთან პარიზში ჩავიდა და ვიქ-ენდი მასთან ერთად გაატარა. პარიზული ვოიაჟის ამსახველ ფოტოებს, სოციალურ ქსელში, ნანუკას ვიზაჟისტი და მეგობარი მარი გოშხეთელიანი აქვეყნებს. ტელეწამყვანს გადაღებისას, პარიზში მისმა ქალიშვილმა მარიამ გეგუჩაძემაც ჩააკითხა.