მიუხედავად Justin Bieber-ის უკანალის ფურორისა, მომღერლის დუნდულები ერთადერთი არაა, რომლის შესახებაც სრულიად ინტერნეტ სივრცე საუბრობს. კანადელ მომღერალს მილიონერი Hilton-ების შთამომავალი – Paris Hilton-ის და – Nicky Hilton-იც არ ჩამოუვარდა და საკუთარი უკანალის დემონსტრირება არა ფოტოკადრით, არამედ ცოცხლად გადაწყვიტა.
Nicky პარიზში ვერსაჩეს სახლის ჩვენებას დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ მოდის კვირეულებზე და მსგავს გლამურულ ღონისძიებებზე ექსცემტრიული ლუქები აღარავის უკვირს, Nicky-ს გადაწყვეტილებამ მაინც ყველას ყურადღება მიიპყრო. Hilton-მა ჩვენებისთვის რა თქმა უნდა ვერსაჩეს სამოსი შეარჩია და ამასთან ერთად საცვლის ჩაცმაც დაავიწყდა. კაბა კი იმდენად მოკლეა. რომ ქერა ლამაზმანის დუნდულების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს ძალუძს.
31 წლის Nicky Hilton-ი თავისი დისგან განსხვავებით ყოველთვის მოკრძალებულობით გამოირჩეოდა, მაგრამ ეტყობა დაიკოს სიგიჟეები ყელში ამოუვიდა, ან ხართან დაბმულმა ხარმა ზნე და ფერი იცვალა. მოკლედ Nicky-ს ავანგარდული ლუქი სრულიად ინტერნეტის ჰიტია, ახალგაზრდა ქალის უკანალის შესახებ კი არა ერთი მოსაზრება იწერება. საბოლოოდ ყველა ერთ დასკვნამდე მიდის – Paris Hilton-ის სიგიჟე გენეტიკურია. თავად მოდური მილიონერის შესახებ ამბობენ, რომ არც დასთან აქვს კარგი ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონები ერთად ხშირად ჩნდებიან სხვადასხვა წვეულებებზე, Paris-ის რთული ხასიათიდან გამომდინარე, უთანხმოება ხშირად მოსდით.
რაც შეეხება Nicky-ს უკანალს, დასავლური მედია Rothschild-ების საგვარეულოს რეაქციის მოლოდინშია. მოგეხსენებათ, რომ ჰილტონის საქმრო ფინანსისტი – James Rothschild-ია, რომელიც Rothschild-ების გვარის ერთადერთ მემკვიდრედ ითვლება. წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ, საერთო მეგობრის ქორწილში კომოს ტბაზე გაიცნო. მას მერე შეყვარებულები ყოველ წელს კომოს ტბაზე დადიან. ჯერჯერობით უცნობია როდის დააკანონებს ურთიერთობებს წყვილი, თუმცა, თუ Nicky-მ ასე განაგრძო, არაა გამორიცხული მისი ბრილიანტის ბეჭედი სხვა ლამაზმანმა მიიღოს.