ცნობილი ქართველი ჯაზპიანისტი, პაპუნა შარიქაძე ამჟამად აშშ-ში, ბერკლის ცნობილ მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობს, სადაც ის ბაკალავრიატს ამთავრებს.
პაპუნამ სოციალური ქსელის მეგობრებს ახალი სასიხარულო ამბავი გაუზიარა. მან ასევე პრესტიჟული მანჰეტენის მუსიკალური სკოლის (Manhattan School of Music) ორწლიან მაგისტრატურაზე სრული დაფინანსება მოიპოვა.
პაპუნა წერს:
„სრული დაფინანსება Manhattan School of Music-ის 2 წლიანი მაგისტრატურისთვის, ნიუ იორკში – მოხსნილია!“
შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ის ბერკლის კოლეჯშიც სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.