პაპარაცებმა Caitlyn Jenner-ზე ნადირობა დაიწყეს

0
55

რეალითი შოუს ვარსკვლავის მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა სქესი შეიცვალა და ამჯერად ქალად გარდასახული და შეცვლილი სახელით გვევლინება, ყვითელი გამოცემები და ფოტოგრაფები მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ Jenner-ი საზოგადოების წინაშე სრულფასოვანი ქალის სტატუსით წარსდგა. უამრავი პლასტიკური თუ ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ის შესანიშნავ ფორმაშია და მდედრობითი სქესის ბევრ წარმომადგენელს უწევს კონკურენციას.

ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა Caitlyn Jenner-ი ნიუ იორკში დააფიქსირეს. ვარსკვლავი დღის განმავლობაში რამდენიმე ადგილს ესტუმრა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა მათგანზე გასხვავებული ჩაცმულობით გამოცხადდა. ჯერ იყო და კოსტიუმსა და ცისარტყელის ფერებში გადაწყვეტილი ქვედაბოლოთი გაოჩნდა. მოგვიანებით ლეოპარდის პრინტიანი კაბა მოირგო. ბოლოს კი ლურჯი დახვეწილი კაბით გამოცხადდა საქმიან შეხვედრაზე…