პანტომიმის თეატრი 52 წლის იუბილეს აღნიშნავს

0
2387

ცნობილი სახეები საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრს, 52 წლის იუბილეს ულოცავენ. ნახევარ საუკუნეზე დიდი ისტორიის მქონე თეატრი დაბადების დღეს აღნიშნავს. ხელოვნების ეს დარგი, თეატრის განვითარების საწყისადაა მიჩნეული, რომელიც საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და გარკვეულ კვალს ტოვებდა ყველა ერის თეატრალური კულტურის მოღვაწეობაში. მათ შორის ქართული თეატრის განვითარებაში, მრავალწლიანი ისტორია აქვს ისეთ ორიგინალურ ჟანრს, როგორიცაა პანტომიმის ხელოვნება. 1961 წელს საქართველო სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, შეიქმნა პანტომიმის ჯგუფი ამირან შალიკაშვილის ხელმძღვანელობით. 13 მაისს კი თეატრი იუბილესთან დაკავშირებით, მაყურებელს დავით შალიკაშვილი სპექტაკლზე „შექსპირის სონეტები“ ეპატიჟება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here