პანორამული ზღვის ხედები, აუზი და სხვადასხვა ტიპის ნომრები სასტუმრო „კოლხში“

ზღვისპირეთში სასიამოვნო უქმეების გატარება ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც “ბლექ სი არენას” არაერთი ლეგენდარული მუსიკოსი ეწვია, შეკვეთილში დამსვენებლების რიცხვმა კიდევ უფრო იმატა. ამიტომაც, ერთ-ერთ აქტუალურ კითხვას წარმოადგენს, თუ სად შეგვიძლია სასიამოვნო უქმეების ან თუნდაც ხანგრძლივი შვებულების გატარება. ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც მომხმარებლებს გაჩერება შეუძლიათ, სასტუმრო “კოლხია”, რომელიც “ბლექ სი არენადან” 2 წუთის სავალზე მდებარეობს. სასტუმროში 7 სახეობის 40 ნომერია განთავსებული. ტერიტორიაზე კი მომხმარებლებს აუზით, ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.

Scroll to Top