პანჩო იმ ბიჭს ეძებს, რომელიც წლების წინ გადაარჩინა

0
2291

მუსიკოსი ლევან მგალობლიშვილი იგივე “პანჩო“ ნელიკო კარტოზიას გადაცემის “მაესტროს ექსკლუზივის“ სტუმარი იყო, სადაც თავისი ცხოვრების უცნობი ისტორიები გაიხსენა. პანჩო 20 წლამდე ასაკის ბიჭს ეძებს, რომელიც წლების წინ, მისმა სიმღერამ გადაარჩინა.

“ჩემმა პატარა გიორგიმ 3-4 წლის ასაკში ცხელი წყალი გადაიხსა. გადავიყვანეთ დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში, სადაც ჩვენ არ გვიშვებდნენ. კარებთან ვიდექი და ისე ვკითხულობდი ბავშვის ამბავს. იქ გავიცანი კაცი, რომელმაც მითხრა, ჩემმა შვილმა ნავთი გადაისხა, 88% დამწვრობა აქვს და ვცდილობთ გადავარჩინოთო. ამ კაცმა მითხრა, ჩემმა შვილმა დაგინახა რეანიმაციიდან და მთხოვა მისთვის იმღეროო. იმ მომენტში არ მიმიქცევია ყურადღება. მეათე სართულზე პალატაში როცა დავბრუნდი, ჩემს ნივთებში იდო, ფურცელზე ბავშვის ხელით დაწერილი: “პანჩო მიმღერე.” ეს არ იყო იმ ბავშვის დაწერილი, მაგრამ ნიშანი იყო ზევიდან. წავედი მოვიტანე გიტარა და ერთი თვის მანძილზე ყოველ დილით ვმღეროდი “ცაში ახედეს“. მას შემდეგ 15 წელი გავიდა და ზუგდიდში, სცენაზე ამოვიდა ბიჭი, რომელიც ის ბავშვი აღმოჩნდა, მითხრა შენ მე გადამარჩინეო. იმ წუთში ვერ მივაქციე ყურადღება, ვიტირე ემოციებისგან, დამავიწყდა მისგან ყველაფრის ჩაწერა და ახლა ვეძებ იმ ბიჭს, ვთხოვ გამოემხმაუროს“ – აცხადებს მუსიკოსი.

https://www.youtube.com/watch?v=euYR-fyQlMc

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here