პამელა ანდერსონი კიდევ ერთხელ გაშიშვლდა

0
67

პამელა ანდერსონმა ჟურნალი FHM-ის რეკორდი მოხსნა და ქოვერზე გამოქვეყნებული ყველაზე ხანდაზმული მოდელის სტატუსი მოიპოვა. მოგეხსენება, რომ ზემოთხსენებული გამოცემა ეროტიკულ ფოტოსესიებზეა ორიენტირებული. 48 წლის ანდერსონმა კი თავისი ასაკი არაფრად ჩაგდო და კიდევ ერთხელ გაშიშვლება გადაწყვიტა.

სხვათაშორის პამელამდე იგივე რეკორდი მოხსნა მალიბუს კიდევ ერთმა მაშველმა – კარმენ ელექტრამ, რომელიც FHM-ის გარეკანისთვის 42 წლის ასაკში გაშიშვლდა, მაგრამ ანდერსონი რისი სექს სიმბოლოა, თუ თავისი თაყვანისმცემლები ყოველი შესაძლებლობისთანავე არ გაახარა.

ჟურნალის შიგთავსში კი ანდერსონის ვრცელი ინტერვიუ დაიბეჭდა, რომელშიც ფოტო მოდელმა და მსახიობმა თავისი ველური ახალგაზრდობა გაიხსენა და Playboy-ს ვილაში გატარებულ ღამეებზე ალაპარაკდა. მოგეხსენებათ, რომ ზემოთხსენებულ გამოცემასთან პამელა 20 წელიწადზე მეტი თანამშრომლობდა. ”ირგვლივ მხოლოდ ლამაზი ქალები იყვნენ, მაგრად ვერთობოდით, სექსიც არაჩვეულებრივი იყო“ – გამოტყდა ანდერსონი.