პაატა თედიაშვილი კრიტიკას პასუხობს – „ერთი პოეტი არ გამოჩნდა, რომ ტექსტს ჩაღრმავებოდა…“

0
4983

მომღერალ პაატა თედიაშვილის „სიყვარულის არმია“, რომლის პრემიერაც „იბერიას“ ეთერში შედგა, სოცქსელების ნამდვილი ლიდერი გამოდგა და შეიძლება ითქვას, რომ კვირის ჰიტია. სოცქსელში სიმღერას და მასზე წარმოდგენილ პერფორმანსს უამრავი გაზიარება აქვს და მხიარულების მიზეზად იქცა – განსაკუთრებით კი ტექსტის გარკვეული პასაჟები, „ამდენი მოთმინება დამთავრდა, უნდა შემოვიდე ამაღამ შენში“, მღერის შემსრულებელი. თავად მომღერალი ამ კომენტარებს შეგნებულად არ კითხულობს და ამბობს, რომ მათ ყურადღებას არ აქცევს.

პაატა, გამოხმაურებებს მიადევნე თვალი?

დაიწყო უკვე (იცინის)?

დაიწყო…

მე არ წამიკითხავს, შეგნებულად არ ვკითხულობ. რა აზრი აქვს. მგონია, რომ ამ კომენტარებს ანგაჟირებული ბავშვები წერენ. ცოტა რომ ჩაღრმავებოდნენ ტექსტს, ცოტა სხვანაირად შეხედავდნენ…

ვისი სიმღერაა?

მელოდია ეკუთვნის ევროპულ საკლუბო ჯგუფს, Nightcore, სიმღერის სახელწოდებაა „One Woman Army“. ქართული ტექსტი ჩემი დაწერილია.

შეგიძლია, გაგვიმხილო, რას გულისხმობდი ამ ტექსტში? როგორც აღნიშნე, რომ ჩაღრმავებოდნენ, კარგად გაიგებდნენ შინაარსს…

ეს არის ერთგვარი იუმორითა და გროტესკით შექმნილი სიმღერა, სადაც ჩემი სათქმელი ჩავდე. იმ თვალსაზრისით, რომ ფასეულობები შეიცვალა, ხშირად სიყვარული მატერიალურ საკითებზეა დაფუძნებული. „სიყვარულის არმია“ იმიტომ დავარქვი, რომ ადამიანები ისე უნდა ერთიანდებოდნენ სიყვარულისთვის, როგორც საბრძოლველად. ის სამხედრო ნაბიჯები, რაც არანჟირებაშიც ისმის, დრამატურგიის გასამძაფრებლად ჩავდეთ.

ვფიქრობ, ვინც ამ სიმღერას უარყოფითად ეხმაურება, დაქოქილი ხალხია. მათგან ერთი პოეტი მაინც არ იყო, რომ ტექსტს ჩაღრმავებოდა? ასეთ შემთხვევაში ჩემს სათქმელს გაიგებდნენ.

ნინო მურღულია

https://www.youtube.com/watch?v=PtGG7wUtZVk

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here