პაატა ხაჩიძე ცოლს დაშორდა

0
4729

“ქუჩის ბიჭების“ წევრების პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი, ყოველთვის დიდია და აღსანიშნავია, რომ ამ ინტერესს თავად მომღერლები იწვევენ. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, პაატა ხაჩიძე ამ მხრივ ყოველთვის გამონაკლისი იყო, მან 9 წლის წინ, ლილე გულორდავაზე იქორწინა, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს და ისინი დღემდე სტაბილურ ოჯახად ითვლებოდნენ.

რამდენიმე დღის წინ, ჭორების ქარ-ცეცხლში პაატა ხაჩიძის ოჯახიც მოხვდა. ჩვენს მიერ, მოპოვებული ინფორმაციით, მომღერალი ცოლს დაშორდა, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი უცნობია. ინფორმაციის გადასამოწმებლად “მიუზიკ ბოქსი“ პაატა ხაჩიძეს დაუკავშირდა:

– პაატა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოლს დაშორდით, მართალია?

– ნამდვილად დავშორდით მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ ამაზე საუბარს ამ ეტაპზე არ ვაპირებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here