ოთო ნემსაძემ სიმღერაზე „ბედო“ ახალი ვიდეორგოლი „პროფილის“ მაყურებელს შესთავაზა. როგორც მომღერალი ამბობს, ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა. საინტერესო აკომპანემენტი მას „ნიუტონის“ ბასგიტარისტმა, შაკო ღელეყვამ გაუწია, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკოსად მიიჩნევა და ეს საკუთარ სტატუსში ოთომაც აღნიშნა.
როგორც ოთო წერს:
„ესეც ახალი კლიპი…
მოკლედ, ესაა სიმღერა, რომელიც მომდევს მთელი ცხოვრებაა და ძალიან მიყვარს.
მადლობა შენ Shalvadore Basshunter Niutone საოცარი მუსიკოსობისთვის ❤️❤️
დიდი მადლობა Betkho’s Audio Lab ს და Wee Geezer ს პროფესიონალიზმისთვის და მეგობრობისთვის.
ძალიან ძალიან დიდი მადლობა Giorgi Tsaava-ს იმისთვის, რომ უყვარს თავისი საქმე და ოქროს თვალები და ხელები აქვს. მადლობა, მეგობარო.
დიდი მადლობა ბატონ სანდრო მრევლიშვილს და თეატრ #რუსთაველის19- ს თანადგომისთვის.
მადლობა გადაცემა თოქ-შოუ „პროფილს“, მიყვარხართ, მეგობრებო.
და რა თქმა უნდა, მადლობა თქვენ ყველას იმისთვის, რომ მე ვარსებობ, როგორც მომღერალი“
https://www.youtube.com/watch?v=Cc_xwQhhnoE&feature=youtu.be