ოთო ნემსაძემ და მისმა მეუღლემ მუშაობა სადაზღვევო აგენტებად დაიწყეს

0
410

ვინაიდან ქართველ მომღერლებს პანდემიის პერიოდში არანაირი შემოსავალი არ აქვთ, ყველა ცდილობს, სხვა პროფესია აითვისოს და სხვა მიმართულებით სცადოს შემოსავლების მიღება.

ოთო ნემსაძემ და მისმა მეუღლემ, როგორც ჟურნალ „თბილისელებს“ გაუმხილეს, მუშაობა სადაზღვევო აგენტებად დაიწყეს.

ოთო:

„კონკურენციაც გვაქვს, მაგრამ რომელმაც უნდა ვაჩვენოთ უკეთესი შედეგი, მაინც ჩვენი ოჯახის ბიუჯეტში შემოდის… სამსახურში შიდა კონკურენციაა და სხვებთან ერთად, სოფოც ჩემი კონკურენტია, მაგრამ მაინც საერთო მიზნები გვაქვს. ჯერჯერობით, სოფო უკეთესი ტემპით მიდის (იცინის). მე სცენა მჭირდება. ამის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ამ საქმის კეთებაც გავაგრძელო, რადგან თავს ამ გარემოშიც ძალიან კარგად ვგრძნობ. ცუდ საქმეს არ ვაკეთებ, ადამიანებს ვეხმარები. შეიძლება, აქაც დავრჩე, მაგრამ მუსიკას რომ თავს ვერასდროს დავანებებ, ეგ ზუსტად ვიცი…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here