ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი იტალიაში საერთაშორისო კონკურსის ოთხეულში მოხვდნენ (ფოტო+ვიდეო)

0
3448

ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარ-გნარის წყვილი ბოლო პერიოდში უამრავ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს. მათ შორის ერთ-ერთი ახლახან იტალიაში, მილანში გაიმართა. ქართველი მოცეკვავე წყვილი საუკეთესო ოთხეულში დასახელდა.

 

ამის შესახებ თავად ოთომ დაწერა სოციალურ ქსელში და მეწყვილესაც მიულოცა წარმატება.

 

„WDSF INTERNATIONAL OPEN LATIN IN ITALY – ამ შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ წყვილები მსოფლიოს 13 ქვეყნიდან, ჩვენ ვიცეკვეთ ფინალში საუკეთესო ექვსეულში და მე-4 ადგილი დავიკავეთ…

Julianna Bar-Gnar გილოცავ ოქროს გოგო ჩემთან ერთად ამ წარმატებას ❤️😘

Vano Kandelaki მადლობა მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისათვის ❤️

Rostom Aroshvili მადლობა შენ ყველაფრისთვის“.

Fortuna.ge-სთან საუბრისას ოთო ფოლადაშვილმა აღნიშნა, რომ კონკურსზე ლათინო-ამერიკული პროგრამა შეასრულეს. საქართველოდან, მათთან ერთად, კონკურსზე ასევე იყო საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ვანო კანდელაკი. მოცეკვავეს თქმით, მათი წყვილი ასევე კონკურსში მონაწილეობისთვის დეკემბერში – რიგაში, ხოლო იანვარში, ვერონაში მიემგზავრება. ვიდეო

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here