ოთო ფოლადაშვილი აზერბაიჯანელი სუპერვარსკვლავის კონცერტში მონაწილეობს

0
2225

ქართველი მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი ბოლო რამდენიმე თვეა, აზერბაიჯანშია, იქ ცხოვრობს და მუშაობს შოუზე, რომელიც მალე ბაქოს უდიდეს საკონცერტო დარბაზში „კრისტალ ჰოლში“ გაიმართება, სადაც „ევროვიზია“ ჩატარდა.

ოთო აზერბაიჯანელი სუპერვარსკვლავის, აიგიუნ კაზიმოვას შოუში მიიღებს მონაწილეობას. მასთან ერთად იქ კიდევ ხუთი ქართველი მოცეკვავეა. შოუზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. მას  მიუზიკ „ვერის უბნის მელოდიების“ რედა ბენტიფორი დგამს, რომელთანაც ოთოს აქამდეც უმუშავია.

ოთო ფოლადაშვილი:

„ვერის უბნის მელოდიებში“ ვმონაწილეობდი, რომელიც დადგა ფრანგმა რეჟისორმა, სუპერპროფესიონალმა, რედა ბენტიფორმა. ის დამიკავშირდა, ბაქოში შოუს დგამდა და ჩემი მოწვევა სურდა, მეც ძალიან დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. საქართველოში საქმეები მოვაგვარე და თვენახევარია, ბაქოში ვარ,რ ედასთან ერთად აიგიუნ კაზიმოვას შოუზე ვმუშაობ. ეს არის აზერბაიჯანელი სუპერვარსკვლავი, დივა, რომლის კონცერტიც „კრისტალ ჰოლში“, სადაც „ევროვიზია“ გაიმართა, 22 სექტემბერსაა დაგეგმილი.  ამ დარბაზში არავის ჰქონია ასეთი შოუ გაკეთებული, როგორსაც რედა დგამს.ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here