ოსკარზე საქართველოს ლევან თუთბერიძის “მოირა” წარადგენს

0
39

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე საქართველოს ლევან თუთბერიძის ფილმი “მოირა” წარადგენს, ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე საათის წინ გახდა.

ოსკარზე წარსადგენი ფილმი ჟიურიმ შეარჩია, რომელშიც კახა კანდელაკი, ნანა ჯანელიძე, ნანა ჯორჯაძე, ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, ნატო მურვანიძე, ვაჟა გიგაშვილი, ლელა ოჩიაური და ნოშრე ჩხაიძე შედიოდნენ. “მოირასთან” ერთად გამარჯვებისთვის მოჰსენ მახმალბაფის “პრეზიდენტი” იბრძოდა, რომელიც საქართველოს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის კოპროდუქცია გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 28 თებერვალს, ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება…