ანა ურუშაძის ფილმი „საშიში დედა“ პრესტიჟული კინოპრემიის „ოსკარის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში მოსახვედრად იბრძოლებს. გამარჯვებული ფილმი სწორედ ახლა გამოვლინდა – ის სპეციალურ შეხვედრაზე ია სუხიტაშვილმა გამოაცხადა. „საშიში დედა“ საქართველოს სახელით „ოსკარზე“ მონაწილეობის მისაღებად გადაიგზავნება.
შეგახსენებთ, რომ კომპეტენტური ჟიურისგან დაკომპლექტებულ კომისიას გამარჯვებული ოთხი ქართული ფილმიდან უნდა შეერჩია, მათ შორის გახლდათ ზემოხსენებული „საშიში დედა“, „მძევლები“, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, „ლუკა“. განაცხადების მიღება ეროვნულ კინოცენტრში 11 აგვისტოს დასრულდა, 30 აგვისტოს კი გამარჯვებული კინოსახლის განახლებულ დარბაზში ახლახან დასახელდა. ჟიურიში შედიოდნენ: ლანა ღოღობერიძე, კოტე ჯანდიერი, ია სუხიტაშვილი, ოთარ შამათავა, არჩილ ახვლედიანი, გიორგი ოვაშვილი, ქეთი ტრაპაიძე, კახი კანდელაკი და ზურაბ მაღალაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ანა ურუშაძე ასევე კინორეჟისორ ზაზა ურუშაძის შვილია. რამდენიმე წლის წინ წინ სწორედ ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ იყო წარდგენილი„ოსკარზე“ ამავე კატეგორიაში. „საშიში დედა“ მცირე ხნის წინ სარაევოს კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. მთავარ როლს კინოსურათში ნატა მურვანიძე ასრულებს.
https://www.facebook.com/GeorgianNationalFilmCenter/videos/1542874579107645/
ნინო მურღულია