ფეხმძიმე ჯანეტ ქერდიყოშვილმა თავისი ტანსაცმლის ხაზი დააფუძნა და თბილისში პირველი მაღაზიაც გახსნა. აქ წარმოდგენილია არა მხოლოდ სამოსი, არამედ ფეხსაცმელიც. მარანგონის ცნობილი ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, სადაც მოდის დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა, დიდხანს სურდა საკუთარი ბრენდის დაარსება, თუმცა როგორც თავად ამბობს, მეუღლემ, ნოე სულაბერიძემ შეუწყო ხელი. „არ მახსოვს, რომ ასეთი აქტიური ვიყავი, ალბათ, „მის სამყაროზე“ 2015 წელს, მაგრამ მაშინ 15 კილოთი ნაკლები გახლდით…
არ შემიძლია, რომ არ ვთქვა. ნოეს დამსახურებაა ჩემი ბრენდის დაფუძნება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ სჯეროდა ჩემი. როცა ვთქვი, რომ პატარა ოცნება ამქვს და ზუსტად ამ პერიოდში მინდა განხორციელება-მეთქი, ნოეს მადლობა, რომ სახლში არ დამსვა და არ მითხრა, რა დროს ეს არისო, რაც ლოგიკური იქნებოდა…“