ორსული Naya Rivera-ს სექსუალური ფოტოსესია

0
119

ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა თამამი ფოტოსესიები ორსული ვარსკვლავების მონაწილეობით. თუკი წლების წინ სელებრითები ფეხმძიმობის პერიოდში მომატებულ კილოგრამებს საგულდაგულოდ მალავდნენ, ახლა ისინი ორსულობის ბოლო თვეებშიც კი თამამად პოზირებენ კამერების წინ.

ცოტა ხნის წინ Kim Kardashian-მა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც სრულიად შიშველია გამოსახული. პოსტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში, თუმცა რეალითი შოუს ვარსკვლავი ერთადერთი არ გახლავთ, ვინც გაბერილი მუცლით კამერების წინ პოზირებს. ახლახანს სერიალ Glee-ს მსახიობმა – Naya Rivera-მ Yahoo-სთვის გაიხადა და თავისი ახალი ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა, რითაც Kardashian-ის ფოტო უკან ჩამოიტოვა.

უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დიდი მუცლის მიუხედავად ვარსკვლავი შესანიშნავ ფორმაშია. მას არც ზედმეტი კილოგრამები აწუხებს და არც ფოტოსესია გამოსულა ვულგარული…