ორსული კიმ კარდაშიანი წვეულებებზე ერთობა

0
26

მალე კარდაშიან-უესტების ოჯახს კიდევ ერთი პატარა მიემატება, ცნობილი დედიკო კი დიდ სამზადისშია. რამდენიმე საათის წინ ინტერნეტში კიმის სახლში გამართული წვეულების ფოტოები გამოჩნდა. “Baby Shower” ამერიკული ტრადიციაა, რომელსაც პატარას გაჩენამდე ბავშვის შეგებების მიზნით და საჩუქრების გადასაცემად მართავენ.

კიმის წვეულებას მისი ოთხივე და დაესწრო. კარდაშიან-ჯენერების ყველა წევრმა კიმთან გადაღებული ფოტოები ინსტაგრამზე სათითაოდ ატვირთა. “დების კვირა დღე“ ამ სათაურით გამოაქვეყნა სურათი ქლოე კარდაშიანმა. “ჩვენი ყოველდღიური დილის რუტინა“ – ასეთი ორიგინალური სათაური დაურთო ფოტოს უმცროსმა ჯენერმა.

კიმის და ქანიე უესთის მომავალი პატარას წვეულება იმ შემთხვევიდან 1 კვირის თავს დაემთხვა, რაც ქლოეს რჩეული – ლამარ ოდომი საავადმყოფოში მოხვდა. პრინციპში მას მერე ქლოე სოციალურ ქსელშიც კი არ გამოჩენილა. ფოტოებში ჩანს, რომ კარდაშიანების ერთ-ერთმა დამ ამ კვირის მანძილზე ვარცხნილობა შეიცვალა და სულაც არ ჩანს იმ ფაქტით შეწუხებული, რომ მისი ექს, თუ ამჟამინდელი პარტნიორი სავადმყოფოში წევს.

შეგახსენებთ, რომ კიმ კარდაშიანი ამჯერად ბიჭის მოლოდინშია. ბავშვის სქესი რეალითი შოუს ვარსკვლავმა საზოგადოებას თავისი ინსტაგრამის საშუალებით ამცნო. კიმმა ქანიეს ნორთ უესთთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა და ასეთი სათაური გაუკეთა: “შენ ნორთისთვის არაჩვეულებრივი მამა ხარ და ვიცი, რომ ჩვენი მომავალი ბიჭისთვისაც ასეთი იქნები“.