ორსული Kim Kardashian-ის სექსუალური ფოტოსესია

0
44

Kim Kardashian-ს გახდაში ხელს არც ფეხმძიმობა უშლის – ამჯერად რეალითი შოუების ვარსკვლავი ჟურნალ “C”-ს ტირაჟის მოსამატებლად გაიბრძოლებს – ის სწორედ ამ გამოცემის ყდაზე მოხვდა – ფეხმძიმე სუპერსტარი რუჯითა და სველი უკან გადაწეული თმით იწონებს თავს, აი ინტერვიუში კი ყოვლად არასექსუალურ საკითხზე საუბრობს და ამბობს, რომ დიდი შანსია, რომ სულ მალე სერიზოული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს – მისი მეორე ფეხმძიმობა პირველზე მძიმედ მიმდინარეობს, ასე რომ, მედიკოსებმა უკვე გააფრთხილეს – გართულების შემთხვევაში Kardashian-ს საშვილოსნოს ამოჭრა მოუწვეს, ვარსკვლავს მეტი შვილი ბუნებრივი გზით ნამდვილად აღარ ეყოლება.

“ძალიან მეშინია“ – ამბობს Kim-ი. “პირველი მშობიარობის დროსაც იგივე პრობლემას შევეჯახე, მაგრამ ოპერაციას გადავურჩი, ახლა არ ვიცი რა იქნება, მაფრთხილებენ, რომ შეიძლება ასეთი ფაქტის წინაშე დავდგე“ – აცხადებს Kardashian-ი. როგორც თვითონ ამბობს მეორედ დაფეხმძიმება ძალიან გაუჭირდა – ყოველ დღე ჩემი ექიმის კაბინეტში ვიჯექი – ამტკიცებს სატელევიზიო დივა და Kardashian-თა ოჯახის ყველაზე წარმატებული წარმომადგენელი.

Kim Kardashian-ი და Kanye West-ი უკვე ზრდიან უფროს გოგონას, North West-ს. როგორც ცნობილია, წყვილს რამდენიმე თვეში ბიჭუნა შეეძინება. Kim-მა საზოგადოებას მეორე ფეხმძიმობის შესახებ ტრადიციული გზით, რეალითი შოუდან, უფრო სწორედ, მისი ანონსიდან ამცნო. იმის მიუხედავად, რომ ორსულობა საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, ქალი არც ფოტოსესიებს აკლდება და არც ინტერვიუებს ერიდება – პირიქით, ერთი სული აქვს როდის მოსდებს სამყაროს, რომ მისი ჯანრმთელობის მდგომარეობა საფრთხის ქვეშაა – როგროც ჩანს, ესაც ერთგვარი ვარსკვლავური დაავადების ნაწილია.