ანუკი არეშიძე 6 თვის ორსულია. ამის შესახებ თავად დაწერა „ინსტაგრამზე“ და ფოტოც გამოაქვეყნა. მანამდე კი მეოთხე შვილის მოლოდინის შესახებ კახი კალაძემ ამცნო საზოგადოებას, როდესაც სოციალურ ქსელში ანუკის მუცელი გამოაჩინა და ამით მიგვანიშნა, რომ წყვილი კიდევ ერთ პატარას ელის.
შეგახსენებთ, რომ კახი და ანუკი წლებია, დაქორწინებულები არიან. მათი სიყვარულის ამბავი იტალიაში დაიწყო, სადაც ანუკი სამოდელო კარიერის მოსაწყობად ჩავიდა და კახი გაიცნო. მათ სამი ბიჭი ჰყავთ. ჯერჯერობით მეოთხე შვილის სქესი უცნობია.