ორი ფოტო, სადაც დემნა გვასალიას თბილისში ვიზიტია აღბეჭდილი

0
997

მოდის ქართული ბლოგი „ფეისბუქზე“ – FashionHolics Online აქვეყნებს ორ ფოტოს თბილისის მოდის კვირეულის პირველი სეზონიდან, სადაც კვირეულის ორგანიზატორი, თაკო ჩხეიძე დემნა გვასალიასთან ერთად არის გადაღებული.

ეს არის პრინციპში ერთადერთი შემთხვევა, როცა ფოტოზე დემნა გვასალიას თბილისური ვიზიტია აღბეჭდილი. მას შემდეგ, „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი ( მაშინ ჯერ კიდევ „მარჯიელას“ მოდის სახლში მუშაობდა), საქართველოში არ ყოფილა.

როგორც თაკო ჩხეიძემ რადიო „ფორტუნას“ საიტთან ინტერვიუში აღნიშნა, დემნა მოიწვიეს, როგორც „მარჯიელას“ სახლის წარმომადგენელი და წარმატებული დიზაინერი, რომელსაც ახალბედა დიზაინერები უნდა შეეფასებინა. მან თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში მხოლოდ პერფორმანსი მოაწყო, რადგან სხვა სახლის სახელით არ ჰქონდა ჩვენების ჩატარების უფლება.

წლები გავიდა და დემნა გვასალია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული დიზაინერია, როცა თბილისში ჩამოვიდა, მას არავინ იცნობდა…

(ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here