ქართულ გრემად აღიარებული რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ პროექტი ოქროს ტალღა, როგორც იტყვიან, კარზე მოგვადგა და რა თქმა უნდა, თუ ეს ქართული გრემია, დაჯილდოების წინა დღეებში მონაწილეებისა და პარტნიორი კომპანიების შეკრება აუცილებელი იყო. თან უპრეცედენტო პროექტს, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ ჰყავს და ის მხოლოდ ერთია, შესაბამისს ხარისხსს უნდა აკმაყოფილებდეს. ხარისხი კი წლიდან წლამდე იზრდება და როგორც მუსიკალურ სფეროში მოღვაწე მთავარი პერსონები ამბობენ, „ოქროს ტალღა“ უმნიშვნელოვანესია და ამით როგორც ქართველ შემსრულებლებს ეძლევათ სტიმული, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქყეყნის კულტურის განვითარებაში. წელს გრანდიოზულ დაჯილდოებას სპეციალურად გრემის ორ გზის მფლობელი ამერიკელი მუსიკოსი, ლიზა ფიშერი ეწვევა. საღამო კი, როგორც უკვე ცნობილია, 26 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. მონაწილეები 15 ნომინაციაში გახდებიან გამარჯვებულები. მათ კი სპეციალური ჟიური გამოავლენს. მანამდე, სანამ მათი ვინაობა ცნობილი გახდება, რადიოჰოლდინგმა ისინი ერთად შეკრიბა და ე.წ პრე ფართიზე ლაუნჯ-რესტორანში, „დორსი“ მიიპატიჟა, სადაც მათ წინასწარი პოზიტიური განწყობა შეუქმნა. 26 ივნისი კი სწორედ ის დღეა, როდესაც ოქროს ტალღა 2018-ის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. წლის სიმღერის ნომინაციაში გამარჯვებულს ფორტუნა, ტრადიციულად, ფულად პრემიას გადასცემს. მოკლედ, “ოქროს ტალღის” საიუბილეო, რიგით მე-5 დაჯილდოების ცერემონიალი წინა წლებში ჩატარებული ცერემონიალებისგან განსხვავებული და გამორჩეული იქნება. ასე, რომ ამ დღის გამოტოვება ნამდვილად არ ღირს. სიუჟეტის ბოლოს კი „ოქროს ტალღის“ დამახასიათებელი ტრადიციული ფრაზით დაგემშვიდობებით: „მოდით, ერთად გამოვავლინოთ წლის სიმღერა“.