“ოქროს გლობუსი 2016” – ლეონარდო დიკაპრიო და სხვა გამარჯვებულები

0
98

10 იანვარს, ლოს-ანჯელესში “ოქროს გლობუსის“ რიგით 73-ე ცერემონია გაიმართა. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ოსკარების დაჯილდოვებამდე ცოტა ხნით ადრე წლის შედეგები შეაჯამა. როგორც მოსალოდნელი იყო, ლეონარდო დიკაპრიომ მიიღო “ოქროს გლობუსი“ ფილმისთვის “გადარჩენილი“ და კიდევ უფრო გაიმყარა შანსები ოსკარზე. მან უკან ჩამოიტოვა მაიკლ ფასბენდერი, ედი რედმეინი, უილ სმიტი და ბრაიან კრენსტონი. დიკაპრიოსთვის ეს უკვე რიგით მესამე “ოქროს გლობუსია“. საუკეთესო კომედიური ჟანრის მსახიობად კი, მეთ დეიმონი დასახელდა, მეორეხარისხოვანი როლისთვის კი, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ სილვესტერ სტალონე გამოარჩია.

რაც შეეხება ქალბატონებს, აქ მთავარი ჯილდო მიიღო ბრი ლარსონმა ფილმში “ოთახი“.კომედიურ ჟანრში “ოქროს გლობუსის“ მფლობელი გახდა ჯენიფერ ლოურენსი ფილმიდან “ჯოი“, ხოლო მეორეხარისხოვანი როლისთვის ქეით უინსლეტი დააჯილდოვეს “სტივ ჯობსში“ შესრულებული როლისთვის. საუკეთესო რეჟისორი გახდა ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ ფილმისთვის “გადარჩენილი“, სწორედ ეს ფილმი გახდა წლის მთავარი ჯილდოს მფლობელიც. კომედიური ჟანრის ფილმებიდან კი, “მარსელი“ გამოარჩიეს.

წლის საუკეთესო საუნდტრეკის ავტორი ენიუ მორიკონე გახდა, წლის დრამატულ სერიალად კი “მისტერ რობოტი“ დასახელდა და ყველასთის მოულოდბნელად უკან ჩამოიტოვა “სამეფო კარის თამაშები“. პრიზი ამავე სერიალში მთავარი როლის შემსრულებელმა, კრისტიან სლეიტერმაც მიიღო. საკმაოდ ემოციური იყო გამარჯვება ლედი გაგასთვის. მან “ოქროს გლობუსი“ ლიმიტირებულ სერიებში ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მიიღო სერიალიდან “ამერიკული საშინელებათა ისტორია“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here