18.8 C
Tbilisi
Friday, September 23, 2022

“ოჯახში მაინც კაცი უნდა იყოს სათავეში. ოჯახში მე ვარ უფროსი” – გიორგი შერმადინი

ქართველი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ესპანეთის უმაღლესი ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა, შემდეგ კი „ანდორას“ საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. მიუხედავად ამ წარმატებებისა პროფესიული ვარდნაც ჰქონია. ანდორაში გიორგი ცოლ – შვილთან ერთად ცხოვრობს, როგორც თავად ამბობს, ცდილობს მეუღლეს ყველაფერში დაეხმაროს. ის არის ოჯახის უფროსი. „ჩემი ცოლი მეუბნება, ნამდვილი აზიატი ხარ და არც დიდი რომანტიკით გამოირჩევიო. არ ვიცი აზიატს რა ნიშნით არქმევენ ადამიანს, მაგრამ ოჯახში მაინც კაცი უნდა იყოს სათავეში. ოჯახში მე ვარ უფროსი. წითელი პომადა არ მიყვარს. ისეთი წითელი პომადა რომ უსვიათ, ძალიან ღაჟღაჟებს, არ მსიამოვნებს. ფარგლებს არ უნდა გასცდეს ადამიანი” – აცხადებს კალათბურთელი “თბილისელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

giorgi-shermadini2

Latest Posts

ბოლო სიახლეები