ნუკი კოშკელიშვილი: „რომ ვჩხუბობთ, ვბარგდები და მოვდივარ საქართველოში…“

0
1189

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ამერიკელ მეუღლესთან, ბენ ჩეიმთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და წერს იმ სირთულეების შესახებ, რომელიც წყვილს აქვს, თუმცა დასძენს, რომ რადგან იცის, რომ ბენისნაირად არასდროს არავის ჰყვარებია, ამ სიძნელეებს უმკლავდება…

გთავაზობთ ტელეწამყვანის პოსტს:

„თუ გიყვარს ადამიანი, სულ უნდა უმეორო,რომ გიყვარს….
ზოგჯერ რომ ვჩხუბობთ, ვბარგდები და მოვდივარ ისევ საქართველოში:))) (ხშირად!) მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ასე არასდროს არავის ვყვარებივარ და ეგრევე უკან ვიხევ:)))) რა უცნაურია არა ქალის ბუნება?.. ბევრს ჰგონია, რომ ძალიან ბევრს ვითხოვთ, სინამდვილეში კი მხოლოდ ერთს, ვგრძნობდეთ, რომ გიყვარვართ… ჩემთვის ეს არის მთავარი… რომ არ მეგრძნო,როგორ გიყვარვარ, აი, დედას ვფიცავ, ამხელა გზაზე არ წამოვფოჩიალდებოდი“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here