ნუკი კოშკელიშვილი: „მკითხავმა მითხრა, უცხოელზე გათხოვდები და ეს შენი დიდი სიყვარული იქნებაო, „გაარტყა“

0
333

ნუკი კოშკელიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და ამბობს, რომ სანამ გათხოვდებოდა, მკითხავებთან ხშირად „დაძვრებოდა“. ერთ-ერთმა მკითხავმა კი მას უთხრა, რომ ის უცხოელზე დაქორწინდებოდა.

ნუკი:

„მკითხავებთან სულ დავძვრებოდი, მარტო სიყვარულის გასაგებად კი არა, ყველაფერი მაინტერესებდა. სიმართლე გითხრათ, კი მეშინია ასეთი რამეების, მაგრამ ყველა ჩემს დაქალს ავეკიდებოდი ხოლმე და დავდიოდით, თუმცა არც არაფერი ამიხდა, ყველა ერთნაირად ლაპარაკობდა. ხელი რომ ჩავიქნიე და ვთქვი, ეს ბოლო ჩემი ვიზიტი იქნება-მეთქი, სწორედ მან მითხრა: შენ უცხოელზე გათხოვდები და შენს ცხოვრებაში ეს ყველაზე დიდი სიყვარული იქნებაო. ძალიან დავცინე და ვუთხარი: საზღვარი აქვს ყველაფერს-მეთქი. მეგობრები ვიცინოდით ამაზე, თუმცა „გაარტყა“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here