ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ერთი წლის წინ გათხოვდა და ქმართან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მისი მეუღლე ამერიკელია, წყვილმა ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო. შემდეგ ბენი საქართველოში ჩამოვიდა და დაქორწინდნენ. ნუკი და ბენი აქტიურად ანებივრებენ თაყვანისმცემლებს ახალ-ახალი ფოტოებით და ვიდეოებით.
ამჯერად წყვილი საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. ნუკიმ სოციალურ ქსელში, მისი და მეუღლის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მათ “ნაციონალური მოძრაობის“ მაისურები აცვიათ და მიხეილ სააკაშვილის გუნდს, ამ ფორმით უცხადებენ ამერიკიდან მხარდაჭერას. ნუკის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ინტერნეტ-მომხმარებლებმა ტელეწამყვანი ამის გამო მკაცრად გააკრიტიკეს.