ნუკი კოშკელიშვილი: „ანგელოზივით გოგომ მომწერა მესიჯი, საზიზღარი სიტყვებით, ჩემს გარეგნობაზე… საშინელებები მისურვა…“

0
410

ნუკი კოშკელიშვილი ქმარსა და შვილთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს. „ინსტაგრამზე“ გამომწერებს ხშირად უზიარებს ამბებს იქიდან. ახლახან განათავსა ფოტო, რომელიც, მისი თქმით, ერთ-ერთ ქორწილშია გადაღებული, სადაც სტუმრად იყო მიწვეული. ქორწილის გარემომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან ყველაფერი სიყვარულით იყო გაჟღენთილი. ამ დროს კი მესიჯი მიიღო, რომელმაც განწყობა შეუცვალა…

ნუკი კოშკელიშვილი:

„გუშინ ვიყავი არაჩვეულებრივ ქორწილში, არაჩვეულებრივი იმიტომ კი არ იყო, რომ კარგი საჭმელი ან სასმელი ან ძვირფასი დარბაზი იყო, არამედ იმიტომ, რომ სიყვარული იგრძნობოდა, თითოეულ დეტალში იგრძნობოდა წყვილის ისტორია, იგრძნობოდა ოჯახის მხარდაჭერა. ვგიჟდები ასეთ ბედნიერ და მოსიყვარულე ხალხზე. ამ დროს, აი, გაგანია სიყვარულით დატკბობაში, მომდის მესიჯი პირადში, მე ყოველთვის ვცდილობ, წავიკითხო მესიჯები, მესიჯს მწერს ქალბატონი და მესიჯი არის გაჟღენთილი უარყოფითი, საზიზღარი სიტყვებით. დიდი კი არაფერი, მაგრამ აი, ბედნიერება რომ იგრძნობა მისი მხრიდან და დაკმაყოფილება. ჩემს გარეგნობაზე მოწერით, თან ძალიან სიამაყით, მისურვებს საშინელებებს. რა თქმა უნდა, დამაინტერესა, ნეტავ, როგორ გამოიყურება თვითონ, გადავედი და რას ვხედავ, ანგელოზივით გოგო, მართლა!! ახალგაზრდა, ლამაზი, კოხტა, აი, ყველა ნაკვთი რომ თავის ადგილზე აქვს და ჰყავს სიმპათიური ქმარი, ბევრი ფოტო ერთად. კიდევ უფრო სიმპათიური და ძალიან საყვარელი ბავშვები, ორი პატარა. უყურებ და ფიქრობ, ახლა ამ გოგოს რამ ააღებინა ტელეფონი და რამ დააწერინა ეს მესიჯი, მისთვის აბსოლუტურად უცხო ადამიანისთვის. მე კი არაფერი, არც მწყენია, მაგრამ მიკვირს. მინდა გკითხოთ, რატომ არის ზოგი ადამიანი ასეთი? მე მაგალითად, ვინმე თუ არ მომწონს, რამე თუ არ მომწონს, არ შევხედავ, არასდროს თავში აზრად არ მომსვლია, ვინმეს მივწერო, ისიც თავში აზრად არ მომსვლია, ვინმეზე რამე ვთქვა ცუდი… რა არის ამ ადამიანების კატეგორიის მოტივაცია? სულ მგონია, რომ ძალიან აწუხებთ რაღაც ცხოვრებაში, ბევრი პრობლემა აქვთ და ამას ასე ებრძვიან, ნერვებს იმშვიდებენ. თქვენ როგორ ფიქრობთ?“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here