„მის საქართველო 2015“ ნუკა ყარალაშვილი ახალი კონკურსისთვის ემზადება. მალე ის „მის სამყაროს“ მრავალმილიონიანი მაყურებლის წინაშე საქართველოს წარადგენს. უკვე ემზადება, ვარჯიშიც დაიწყო და კაბებიც მოირგო. შეგახსენებთ, ამ კონკურსზე წინა წელს ჯანეტ ქერდიყოშვილი გამოვიდა.
ნუკას სასტუმრო „კოსტეში“ შევხვდით, ფოტოები გადავუღეთ და ინტერვიუ ჩავწერეთ.
ნუკა, რაც „მის საქართველო“ გახდი, დაახლოებით ერთი წელი გავიდა, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?
ნუკა:
რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა. ამ ტიტულის შემდეგ სხვანაირი პასუხისმგებლობა გემატება. „მის მსოფლიოზე“ მალევე გავემგზავრე, იქ განსხვავებულ რეჟიმში გვიწევდა ცხოვრება, მართლაც რომ მისები და პრინცესები ვიყავით. სანიაზე ჩატარდა და 130 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ საგულშემატკივროდ, სიურპიზი გამიკეთეს, მანიკას, ელენესა და ეკას დიდ მადლობას ვუხდი ამისთვის. ახლა მიწევს „მის სამყაროზე“ წასვლა და იმედი მაქვს, სხვა მეგობრებიც ჩამოვლენ (იღიმის). იხილეთ სრულად