„მის საქართველო“ ნუკა ყარალაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით, გულშემატკივრებს მიმართავს.
„უღრმესი მადლობა ყველას თანადგომისთვის, ნდობისთვის და სიყვარულისთვის. ვაფასებ თქვენს გვერდით დგომას, რასაც ამ ეტაპზე მხოლოდ სიტყვებით გამოვხატავ. მე ყველაფერი გავაკეთე საქართველოს კარგად წარსადგენად , მართალია შედეგი არ იყო ის რასაც ქართველი ერი იმსახურებდა , მაგრამ მოვა დრო, როცა მოგვცემენ შანს, რეალურად ვიბრძოლოთ ამ ტიტულისთვის. დიდი მადლობა Icmodel ManagmentMarionela • მარიონელა MAC Cosmetics Natali ~ ნატალი პანცილიონი – Pantsilion Avtandil Tskvitinidze Lasha Jokhadze ❤️❤️❤️🇬🇪🇬🇪🇬🇪განსაკუთრებული მადლობა ჩემს საყვარელ მაგარ მეგობრებს, ბოლო წუთამდე თავდაუზოგავი ქომაგობისთვის🙏🏻❤️❤️❤️
P.S მომეწონა ყველა GIF რაც “ყარალაშვილი ჯორჯიას” მოჰყვა და ალბათ “მის სამყარო“, რომ გავმხდარიყავი ესე მაინც ვერ ავალაპარაკებდი მთელ საქართველოს!“ – წერს ნუკა.
შეგახსენებთ, რომ ნუკა ყარალაშვილი სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ფილიპინებიდან, სადაც „მის სამყაროს“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.