ნუკა კვალიაშვილი ნაადრევ მშობიარობას გადაურჩა

0
186

ნუკა კვალიაშვილი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და ხშირად გვიზიარებს პოსტებს მისი ორსულობის შესახებ. ამჟამად ნუკა მერვე თვეშია და საზოგადოებაც არ დააყოვნა და სახლიდან შიშველი მუცელიც კი წარმოგვიდგინა.

მეორე დღეს, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მომღერალი სახლიდან საავადმყოფოში აღმოჩნდა. მიზეზი კი ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემა გახლდათ, თუმცა ექიმების ძალისხმევით ნაადრევ მშობიარობას გადაურჩა.

ინფორმაცია ამის შესახებ მომღერალმა კვლავ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა: “ყველაფერი კარგად არის, სავარაუდოდ დღეს გამწერენ. ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები და პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო გაგუას სამშობიარო კლინიკას სადაც 1 წამით არ მოუკლიათ ყურადღება და ნაადრევი მშობიარობა შემიჩერეს.“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here